LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში იაპონური ჩაის რიტუალურ მომზადებას ისწავლიან

158

იაპონიის საელჩო საქართველოში და ეროვნული ბოტანიკური ბაღი იაპონური ჩაის რიტუალური მომზადების ღონისძიებას აწყობენ. ჩაის ცერემონიას გაუძღვება იაპონიიდან ამ ღონისძიებისთვის საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატი მიჩიკო უჩინო.

„ხვალ, 13:00 საათზე იაპონიის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი გიწვევთ ჩაის ცერემონიაზე თბილისის ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ ბაღში. ღონისძიებას დაესწრება იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები. ჩაის ცერემონიაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს ბოტანიკური ბაღის საფასურის (2 ლარი) გადახდით.

იაპონური ჩაის ცერემონია ანუ ჩანოიუ, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა ანუ ჩადო ან სადო, წარმოადგენს სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალიზებულ მომზადებას“, – აღნიშნულია იაპონიის საელჩოს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები