LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში იმპორტი მკვეთრად გაიზარდა

35

2016 წლის დეკემბერში საქართველოში იმპორტის მკვეთრი ზრდა დაფიქსრიდა. საუბარია 28%-იან მატებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11,985 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 21%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 2,114 მილიარდი აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 9,871 მილიარდი აშშ დოლარი (28 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წელს 7,757 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა.

”აღსანიშნავია, რომ 2016 წელს განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 7252 მლნ. აშშ დოლარს და წინა წლის მაჩვენებელზე 0.4 პროცენტით ნაკლებია”, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოქვეყნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები