LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ყაზახური კომპანიები ჩართვებიან

53

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს ჟენის კასიმბეკს შეხვდა.  მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს.

საუბრისას პრემიერმა და ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა დადებითად შეაფასეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებული დინამიკა და ამ მხრივ არსებული კავშირების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. ყურადღება დაეთმო სარკინიგზო და გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღინიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ყაზახური კომპანიების ჩართვის დაინტერესება გამოთქვა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობაზე. პრემიერ-მინისტრმა ყაზახური დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები