LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოში ირანული ბანკი უნდა გაიხსნას”

141

“ქართველ და ირანელ ბიზნესმენებს შორის ფულის გადარიცხვის პრობლემა იქნება მანამ, სანამ საქართველოში ირანული ბანკი არ გამოჩნდება”, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ირანში იოსებ ჩახვაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანს ეკონომიკური სანქციები მოეხსნა, საქართველოსა და ირანს შორის საბანკო ტრანზაქციები მაინც გართულებულია. კერძოდ კი, ბიზნესმენებს ნაღდი ფულის გამოყენება უწევთ, ეს კი ირანული ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში სერიოზულად აბრკოლებს.

“აღნიშნული პრობლემა მხოლოდ საქართველოსა და ირანს რომ ეხებოდეს, დიდი ხნის მოგვარებული იქნებოდა. ნებისმიერი საბანკო სისტემის გახსნა საქართველოში დასავლური ორგანიზაციების თანხმობით უნდა მოხდეს. ახლა ვფიქრობთ, როგორ უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა”, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ქვეყნებს შორის, ამის გარეშე, ეკონომიკური ურთიერთობა არ განვითარდება.

იოსებ ჩახვაშვილმა bizzone.info-სთან ინტერვიუში, ირანში საქართველოს საექსპორტო პოტენციალზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მხრივ, ყველაზე პერსპექტიული მიმართულება მარგანეცისა და ხის მასალის ექსპორტი იქნება.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში ტურისტების დიდი ნაწილი, სწორედ ირანიდანაა. იოსებ ჩახვაშვილის თქმით, ირანელებს იზიდავთ მათ ახლოს მყოფი ევროპული ქვეყანა საქართველო – თავისი კარგი ბუნებით, რბილი კლიმატით, ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით.

თარგმნა თამთა უთურგაშვილმა

 

პოპულალურები