LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჯამში 1 მლნ 700 ათასი დასაქმებული პირია

90

2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9% შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც თოდრაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ჯამში 1 მლნ 700 ათასი დასაქმებული პირია, აქედან 880 000 თვითდასაქმებულია, 280 ათასი კი სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული.

“2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.9 % შეადგინა და 2016 წელთან შედარებით უმნიშვნელოდაა შემცირებული – 0.1%. ბოლო პერიოდის განმავლობაში სახეზე გვაქვს დაქირავებულთა რაოდენობის წილის ზრდა, შესაბამისად, თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შემცირება. უმუშევრობის დონე შედარებით მაღალია ქალაქდასახლებაში, დაახლოებით, 22.8% ფარგლებში, ხოლო სოფლად 5.1% ფარგლებში, რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, 15-დან 24 წლამდე ასაკში შედარებით მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ტრადიციულად. ხოლო 65 წლის ზემოთ უმუშევრობის დონის შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სახეზე”,- განაცხადა თოდრაძემ და დასძინა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონე საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები