LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კარგად ცხოვრობენ: რას ამბობს პოსტსაბჭოური კვლევა

125

საქართველო ყველაზე მდიდარ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხუთეულში მოხვდა.

“რადიო თავისუფლებამ“ ჩაატარა საინტერესო კვლევა, რათა ყოფილი კომუნისტური ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა დაედგინა.
რეიტინგი კი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით შედგა.

პირველ ადგილს თურქმენეთი – 50 ათასი დოლარით იკავებს. შეგახსენებთ, რომ ქვეყანა მსოფლიოს ბუნებრივი აირის მეოთხე უდიდეს რეზერვს ფლობს, რაც, რა თქმა უნდა, ბიუჯეტზეც აისახება.

საქართველო კი რეიტინგის მეხუთე პოზიციაზე 19 ათასი დოლარით გავიდა.

ყველაზე ცუდი მაჩვენებელი უკრაინას აქვს და მხოლოდ 1,254 დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, იგივე მაჩვენებელი ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე აშშ-სა და ბრიტანეთში 344,692 და 288,808 დოლარია.

 

15135790_10154833718614575_5204052536509691202_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები