LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ხვალ უძრავი ქონების პირველი გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება

132

ხვალ 30 მარტს 11:00–ზე “ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში, უძრავი ქონების პირველი გამოფენა-გაყიდვა საქართველოში ”არეა ექსპო” 2018 გაიხსნება.

გამოფენაზე „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ წარმოდგენილი იქნება პროექტით „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“და ვიზიტორებს ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, ტურისტულად აქტიურ რეგიონებში მდებარე უძრავ ქონებებს წარუდგენს.

30 მარტიდან სამი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, გაეცნოს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო კომპანიების მიერ წარმოდგენილ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს.

“თითოეულს გეძლევათ უნიკალური შანსი სამი დღის განმავლობაში ერთ ადგილზე მოინახულოთ საქართველოში მიმდინარე თითქმის ყველა სამშენებლო პროექტი და ისარგებლოთ კომპანიებისგან მხოლოდ გამოფენის ფარგლებში შეთავაზებული სპეციალური ფასებითა და გადახდის პირობებით”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ღონისძიების მთავარი მიზანია, თავი მოუყარონ დეველოპერებსა და უძრავი ქონების შეძენის მსურველებს ერთ სივრცეში, რათა მომხმარებლებს შესთავაზონ არჩევანის ფართო სპექტრი, ხოლო კომპანიებს მიეცეთ შესაძლებლობა თავი მოიწონონ მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე.

ვისთვის ტარდება ღონისძიება:

დამთვალიერებელი – უძრავი ქონების, საცხოვრებელი ბინების, საოფისე თუ კომერციული ფართების შეძენით დაინტერესებული პირები, დეველოპერებთან ბიზნეს კავშირებით დაინტერესებული ფიზიკური თუ იურიდიული პირები, უძრავი ქონების უბრალო დამთვალიერებელი.

მონაწილე – საქართველოს დეველოპერული კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს შეთავაზებენ საკუთარ მიმდინარე, ახალ სამშენებლო პროექტებს და ბანკები, რომლებიც ადგილზევე უზრუნველყოფენ შეძენის ხელმისაწვდომობას მომხმარებლის მოთხოვნაზე დაყრდნობით.

ღონისძიების ორგანიზატორია უძრავი ქონების სერვისების კომპანია არეა ჯგუფი / Area Group.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები