LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა

56

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა. ე.წ. აფთერშოკის ეპიცენტრი კვლავ ქუთაისში იყო. როგორც “ფორტუნას” დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ განუცხადა, იმის მიუხედავად, რომ ბიძგები სუსტი იყო, ეპიცენტრში მყოფები ამას იგრძნობდნენ.

“2.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა. 3:02 საათზე დაფიქსირდა. ქუთაისში იგრძნობდნენ ბიძგებს,” – განაცხადა გოდოლაძემ “ფორტუნასთან”.

შეგახსენებთ, დღეს დილით საქართველოში 4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგები ორჯერ განმეორდა.

“ფორტუნასთან” ინტერვიუში თეა გოდოლაძემ აღნიშნა, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში, ამ მიწისძვრას არ ელოდნენ და მომხდარით გაოცებულები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები