LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კონკურენციის მსოფლიო დღე აღინიშნება

41

საქართველოს კონკურენციის სააგენტო წელს პირველად უერთდება კონკურენციის მსოფლიო დღის აღნიშვნას, თემით – „ჯანსაღი კონკურენცია და ბიზნესის კეთილსინდისიერება – როგორც აუცილებელი ელემენტები მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის“.

კონფერენცია სასტუმრო „ბეთსში“ იმართება, რომელსაც მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრას, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ხელმძღვანელობს, რომელიც მიიჩნევს, რომ სამართლიანი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბება და დაცვა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდის, ეფექტიანობის ამაღლებისა და ყველა დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

“ჩვენი ნებისმიერი საქმიანობა ჩვენს მომხმარებელზე უნდა აისახოს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ ყველა მხარისუფლება, ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გზაა ქვეყნის  ეკონომიკური გაძლიერებისკენ. დღევანდელშეხვედრაზე საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან მოწვეულნი იმ მიზნით, რომკონკურენციის ადვოკატირება და მისი სიკეთეების პრაქტიკაში გამოყენება მათთვისაც ნათელი იყოს. აღნიშნულიკონფერენცია მათი საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობასთან ერთად, თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის დამომხმარებელთა კეთილდღეობის უზრუნველყოფას; პრევენციას და კონკურენციის სფეროში კეთილსინდისიერი ქცევის, კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების, ვალდებულებების, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას; კონკურენციისპოლიტიკის პოპულარიზაციას; ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირებას; ბიზნესის წარმართვის უპირატესობებისშესახებ მეწარმეთა ინფორმირებას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება“, – განაცხადა შეხვედრაზე ნოდარ ხადურმა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართავენ – ლიტვის კონკურენციის საბჭოს წარმომადგენელი იევა იაკუბავისიენე; საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილი; კონკურენციის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სოფიო მომცელიძე; ევროკავშირის პროექტის წამყვანი ექსპერტი კონკურენციის სამართლის საკითხებში დიანა მარკოვიჩ ბაიალოვიჩი. სემინარის თანაორგანიზატორია ევროკავშირის პროექტი „კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“.

მსოფლიო კონკურენციის დღე 5 დეკემბერს 30-ზე მეტ ქვეყანაში 2010 წლიდან აღინიშნება და დაკავშირებულია ბიზნესის შემზღუდველი პრაქტიკის კონტროლთან, გაერთიანებული ერების მრავალმხრივ პრინციპებსა და წესებთან, რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 1980 წლის 5 დეკემბერს მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები