LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კრიმინალის დონე ძალიან დაბალია – გიორგი მღებრიშვილი

55

„საქართველოში კრიმინალის დონე ძალიან დაბალია, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს,“ – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, ვიდეოჯარიმების ადმინისტრირების კუთხით შსს-ს მიერ დაგეგმილ სიახლეებზე საუბრისას განაცხადა.

მღებრიშვილის თქმით, უწყება განვითარებაზე მუდმივად ფიქრობს და ამის ნათელი მაგალითია ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც შსს-ში ერთი წლის წინ შეიქმნა.

უსაფრთხოების ინდექსით საქართველო ერთერთ მოწინავე პოზიციას იკავებს სხვადასხვა რეიტინგით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ განვითარებაზე და ერთობლივი ოპერაციების ცენტრიც სწორედ ამას ემსახურება, რომ ამაღლდეს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხი და ჩვენც ეფექტურები ვიყოთ, როგორც რეაგირების, ასევე პრევენციის ნაწილში. კრიმინალის დონე საქართველოში ძალიან დაბალია, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მინისტრის თქმით, შსს-ს მთავარი მიზანი მოქალაქეების დაცვა და მძღოლების მიერ მოძრაობის წესების დაცვაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები