LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსით 1500-მდე ადამიანი სარგებლობს

74

საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსით 1500-მდე პირი სარგებლობს. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, რომელიც ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელდა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც იზრდება თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, რომელმაც პიკს 2014-2015 წლებში მიაღწია. დღეისათვის საქართველოში 1500-მდე პირი სარგებლობს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსით. მათი უმრავლესობა რუსეთის, ერაყის, უკრაინის და სირიის მოქალაქეები არიან.

“თავშესაფრის უფლება ადამიანის უფლებათა სამართლით გარანტირებული უფლებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან დაცული იყოს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული უფლებები.

საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას და იმედს გამოთქვამს, რომ უზრუნველყოფილი იქნება ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საერთაშორისო დაცვა და მათი პრობლემების მოგვარების გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ხელშეწყობა,” – წერია სახალხო დამცველის განცხადებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები