LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში Marriott -ის მერვე სასტუმრო შენდება

348

საქართველოში Marriott -ის რიგით მერვე სასტუმრო ბათუმში შენდება. პროექტს  “ალიანს ჯგუფი” ახორციელებს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კი Property Georgia ავრცელებს.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი აკაკი სონგულია Property Georgia-სთან საუბარში აცხადებს, სასტუმრო “მარიოტი” “ალიანს ფრივილიჯის” 54-სართულიანი ცათამბჯენის პირველ 12 სართულს დაიკავებს, ზედა სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები განთავსდება. “მულტიფუნქციური კომპლექსი “ალიანს ფრივილიჯი”, “ალიანს ჯგუფისთვის” დამახასიათებელი ექსკლუზიური არქიტექტურით იქნება გამორჩეული,” – ამბობს სონგულია.

წამყვან ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია “ალიანს ჯგუფსა”  და სასტუმროების მსოფლიო ლიდერ ქსელ “მარიოტ ინთერნეშენელს” შორის შესაბამის ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 8 თებერვალს ციურიხში მოეწერა. “ალიანს ჯგუფისთვის” ეს “მარიოტ ინთერნეშენელთან” გაფორმებული მეორე ფრანშიზული შეთანხმებაა.

“ალიანს ჯგუფის” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ბათუმის ბულვარში ზღვის სანაპიროსთან მდებარე  ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე მულტიფუნქციური კომპლექსი “ალიანს ფრივილიჯი”, სადაც საქართველოში რიგით მერვე “მარიოტი” განთავსდება, წარმატებული პროექტი იქნება როგორც კომპანიისთვის და აპარტამენტების მესაკუთრეებისთვის, ასევე ბათუმისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის.

“ალიანს ფრივილიჯის” მშენებლობა ბათუმში 2020 წელს დასრულდება. 160-ნომრიანი სასტუმრო “მარიოტი”ექსკლუზიურ მულტიფუნქციურ კომპლექსში 2021 წელს გაიხსნება. ბათუმის ახალი “მარიოტის” მმართველი კომპანია ამერიკული “მაქინერი ჰოსფითალითი ინთერნეშენელი” იქნება. “ალიანს ჯგუფი“ პროექტში $80 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები