LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების ფორუმი გაიმართება

77

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. შესაბამისი მემორნადუმი დღეს ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომპანია “სიბისსა” და დანიური ორგანიზაცია CB Foundation – ს შორის გაფორმდა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები, პროექტთა კონკურსი და საინვესტიციო ჩვენება. ფორუმზე მოწვეულ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს საშუალება მიეცემა, დააფინანსოს საინტერესო პროექტები.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, 2012 წელს დაფუძნდა ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია “კრეატივ ბიზნეს ქაფ”, რომლის ძირითადი ამოცანაა მსოფლიო მასშტაბით შეაგროვოს ინოვაციური იდეები, გადაარჩიოს, გამოავლინოს გამარჯვებულები.

“დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ინოვაციური იდეების გადარჩევა მსოფლიო მასშტაბით და შემდეგ უკვე ფინალის ჩატარება მოხდება საქართველოში, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მიმართულებით ჩვენთვის – ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ზოგადად, ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში, მისცემს იმას, რომ საქართველოში მოხდება იმ ყველაზე საინტერესო ინოვაციური იდეების განხილვა, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში დაგენერირდება მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით, რაც იქნება უფრო მეტი ეფექტურობის მატარებელი ამ მიმართულებით და უფრო მეტი მიმზიდველობის მატარებელი, ვიდრე ჩვეულებრივი მომსახურება. მეორე მხრივ, ეს მოგვცემა შესაძლებლობას, რომ ქვეყნის შიგნით გავმართოთ კონკურსები და ხელი შევუწყოთ ახალი იდეების გენერაციას. ჯამურად, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას მისცემს უფრო დახვეწილ, უფრო უკეთეს მომსახურებას, რომელიც ჩვენ შეგვიძლია უკვე ჩვენს ტურისტებს შევთავაზოთ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები