LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მედიკამენტების მწარმოებელი ქართულ-ბელარუსული საწარმო დაფუძნდება

29

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს მიხაელ რუსის შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მედიცინისა და ფარმაკოლოგიის კუთხით თანამშრომლობაზე. კერძოდ, საუბარია კოოპერაციაზე ტრანსპლანტოლოგიის სფეროში, აგრეთვე მედიკამენტების მწარმოებელი ერთობლივი საწარმოების დაფუძნებაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოებას ერთობლივი ბიზნეს პროექტების განვითარებისა და ზოგადად, ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები