LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მსახიობ ლილი კოლინსის მონაწილეობით ფილმის გადაღებები მიმდინარეობს

417

სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოში ამერიკული დრამის, „კლოუნის“ გადაღებები მიმდინარეობს. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი, ლილი კოლინსი ასრულებს. ფილმის რეჟისორი ანტონი ლუცერია.

დღეს მედიის წარმომადგენლებს, თბილისში მიმდინარე ფილმის გადაღებებზე დასწრებისა და უშუალოდ რეჟისორისთვის და მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობებისთვის, შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „კლოუნის“ გადაღებებისას ამერიკელი რეჟისორი ქართულ საპროდიუსერო კომპანიასთან, შპს „მისთი დონისთან“ თანამშრომლობს.

”გადაიღე საქართველოში“ პროგრამით დაინტერესებულთა რიცხვი დღითიდღე მატულობს. პროგრამის ამოქმედებიდან სულ რაღაც 7 თვეში „კლოუნი“ რიგით მეოთხე პროექტია, რომელიც საქართველოში ხორციელდება. ამერიკული დრამის გადაღებები საქართველოსა და ნიდერლანდებში ხორციელდება. საქართველოში გადასაღებ მოედნად თბილისის, ბათუმის და რუსთავის ტერიტორიები შეირჩა”, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები