LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მსოფლიო ბრენდის Delfy Cosmetics პირველი მაღაზია იხსნება

397

საქართველოში მსოფლიო ბრენდის, Delfy Cosmetics-ის პირველი მაღაზია იხსნება.

ობიექტი ახალ სავაჭრო ცენტრ ”გალერია თბილისში” განთავსდა და ის მომხმარებლებს 9 დეკემბრიდან უმასპინძლებს. როგორც ”ფორტუნას” საქართველოში Delfy Cosmetics-ის წარმომადგენელ კომპანია Delfy Georgia-ში განუცხადეს, მაღაზიის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე, რომელიც 9 დეკემბერს 15:00 საათზე დაიწყება, მომხმარებელი პროდუქციაზე გარკვეული ფასდაკლებით ისარგებლებს. ამასთან, შეძლებს ნებისმიერი პროდუქციის დატესტვას.

”Delfy Cosmetics ბრიტანული ბრენდია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე 1 წლის წინ გამოჩნდა და ამჟამად წარმომადგენლობებს 10-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს. მათ შორის არის საქართველოც, სადაც აქამდე Delfy Cosmetics წარმოდგენილი იყო სტენდების სახით, ესთეტიკური მედიცინის ცენტრ ”ლოტუსის” ფილიალებში. ხვალ კი უკვე პირველ ოფიციალურ მაღაზიას გავხსნით”, – განუცხადა ”ფორტუნას” Delfy Georgia-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანა იმედაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, Delfy Cosmetics-ის მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება 60-ამდე დასახელების სხვადასხვა პროდუქცია – დეკორატიული კოსმეტიკა, ასევე სახისა და ტანის მოვლის საშუალებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები