LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ნატურალური და ხელნაკეთი კოსმეტიკის წარმოება დაიწყეს

492

ნატურალური კოსმეტიკა საქართველოდან- ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდა. ”გიშერი” ამ ეტაპზე ტუჩსაცხებისა და ფრჩხილის ლაქების წარმოებას აერთიანებს შემდეგი სლოგანით – „სილამაზე არ უნდა იყოს ზიანის მომტანი”.

ბრენდი ორმა სტუდენტმა გოგონამ შექმნა და პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში რამდენიმე კვირაა გამოიტანა. როგორც ფორტუნას ”გიშერის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნინი რესულიძემ განუცხადა, სატესტო რეჟიმში დამზადდა გარკვეული რაოდენობის ტუჩსაცხები და ფრჩხილის ლაქები და ისინი ”ბათუმი მოლში” გაიყიდა.

”დაახლოებით 3 კვირის წინ მოვსინჯეთ ნიადაგი, თუ რამდენად მიიღებდა ქართველი მომხმარებელი ადგილობრივი წარმოების კოსმეტიკას. დავამზადეთ 3 სახეობის პროდუქტი: მყარი ტუჩსაცხი, თხევადი ტუჩსაცხი და ლაქი. თითო 50-50 ცალი და ესრაოდენობა 3 დღეში სრულად გაიყიდა”, – აღნიშნა რესულიძემ.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, 20 ივნისიდან ”გიშერი” ”ბათუმი მოლში” უკვე განახლებული და უფრო მრავალფეროვანი პროდუქციით დაბრუნდება.

”რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჩვენი ბრენდი უკვე სექტემბრიდან გამოჩნდება. ვაპირებთ საკუთარი სტენდი გავხსნათ ”თბილისი მოლში”, ან სუპერმარკეტების ქსელ გუდვილში”, – აღნიშნა ბრენდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

როგორც ნინი რესულიძემ განმარტა, ”გიშერის” პროდუქციას არის აბსოლუტურად ნატურალური პროდუქცია, რომელიც ორგანული ნივთიერებებით მზადდება. ღირებულება კი ლაქის შემთხვევაში 6 ლარია, მყარი ტუჩსაცხი 7 ლარი ღირს, თხევადი კი -9 ლარი.

ცნობისთვის, „გიშერის“ პროდუქცია ხელნაკეთია და მას თავად ნინო რესულიძე და მარიამ ღლონტი ამზადებენ. გოგონები შესაბამის ლაბორატორიასა და დანადგარებს ფლობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები