LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა

97

2017  წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 109.5 ათასი ტონა, რაც 8.5 ათასი ტონით აღემატება აგვისტოს თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 58.5 ათასი ტონა (მატება 0.6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 51.0 (მატება 7,9 ათასი ტონით) ათასი ტონა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 41,6 ათასი ტონა ანუ 71,1%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 15,9 ათასი ტონა ანუ 27,2%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 1,0 ათასი ტონა ანუ 1,7%. დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის სექტემბრისთვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 51,0 ათასი ტონა ანუ 100%, L-62 დიზელის საწვავის იმპორტი ფაქტიურად არ განხორციელებულა.

ქვეყნების მიხედვით 2017 წლის სექტემბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 30,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 23,3 ათასი ტონა (21,3%), აზერბაიჯანი – 21,0 ათასი ტონა (19,2%), ბულგარეთი – 14,8 ათასი ტონა (13,5%), თურქმენეთი – 14,0 ათასი ტონა (12,8%), საბერძნეთი – 5,8 ათასი ტონა (5,3%).

მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 786,6 ათასი ტონა, რაც 54,3 ათასი ტონით ანუ 6,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, 2017 წლის სამი კვარტლის შედეგებით ბენზინის იმპორტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 12,7 ათასი ტონით ანუ 3,25%-ით და შეადგინა 390,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა 41,6 ათასი ტონით ანუ 10,5%-ით 396,1 ათას ტონამდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები