LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ოლიმპიური დღე აღინიშნა

111

დღეს მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანა ოლიმპიურ დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 23 ივნისი მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა – “ქართველ ოლიმპიელთა დიდი ფორუმი” საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან – 100 და საერთაშორისო ოლიმპიური დღის დაწესებიდან 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ყველა დროის ქართველ ოლიმპიელებთან ერთად, რუსთაველის თეატრში გამართულ ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე საერთაშორისო ოლიმპიელთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.

ფორუმის მონაწილეებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ვიდეომიმართვა გაუგზავნა, რომელიც ქართველ ოლიმპიელებს მიესალმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები