LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, არსებობს შეთქმულთა სექტა – გია ვოლსკი

55

“საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, არსებობს შეთქმულთა სექტა, რომელსაც სურს, ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს” – ამის შესახებ  ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ოპონენტების საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

„სხვადასხვა აზრი არსებობს და სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებაც საინტერესოა, იქნებ, ამის გაკეთებას საერთოდ არ ფიქრობს. სარეზერვო ვარიანტები არსებობს და სანამ ეს საკითხი განხილული არ იქნება, მანამ  პირადი მოსაზრება არ გამაჩნია. რაც შეეხება ოპონენტებს, ოპოზიცია არ არსებობს, შეთქმულთა სექტა არსებობს, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს და ის მოხდეს, რაც მათივე აზრით, ხელისუფლებაში მათ მოიყვანს. ყველა განცხადება ამ მიზნისკენ მიდის. სექტანტური დამოკიდებულებიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ,” – განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიციის განცხადებებით, თუ „ქართული ოცნება“ საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატს არ დაასახელებს და მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს, ეს მმართველი გუნდის სისუსტეზე მიუთითებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები