LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველად ”ერთა ფილარმონია” საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

90

27 სექტემბერს 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ასოციაცია “კულტურათა დიალოგი XXI”-ის პატრონაჟით, საქართველოში პირველად გამართავს კონცერტს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული საერთაშორისო სიმფონიური ორკესტრი “ერთა ფილარმონია” გამოჩენილი მუსიკოსის იუსტუს ფრანცის დირიჟორობით.

კონცერტის პროგრამაშია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია, ყარა ყარაევის მესამე საფორტეპიანო კონცერტი (სოლისტი იუსტუს ფრანცი).

“ერთა ფილარმონია” 15 საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებს. შემოსული თანხა სირიელი დევნილების დახმარებასა და განათლების განვითარებას მოხმარდება.

healers

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები