LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველად მედია ფორუმი ჩატარდება

92

კომპანია Business Georgia-სა და ”საქართველოს ბანკის” ორგანიზებით საქართველოში პირველად მედია ფორუმი „მედია ინდუსტრია 2016“ ჩატარდება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიებიდან აცნობეს, ფორუმი მედია ინდუსტრიის თემაზე წარმოადგენს პლატფორმას ქართველი და უცხოელი მედია და ბიზნეს ლიდერებისათვის, სადაც ისინი განიხილავენ როგორც ქვეყანაში მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ასევე საერთო ბენეფიტებს მედიასა და ბიზნეს შორის.

მათივე ინფორმაციით, ფორუმის მიზანია წარმოაჩინოს განსხვავებული იდეები და ხაზი გაუსვას საქართველოში მედია ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობას. პანელურ ფორმატში განხილული იქნებაბიზნესის წარმომადგენლებსა და მედია ინდუსტრიას შორის წარმატებული თანამშრომლობის შესაძლებლობები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

ფორუმი დაყოფილია ორ პანელად. პანელის მონაწილეებს შორის იქნებიან მედია ექსპერტები და ბიზნეს ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პანელის ფარგლებში შეფასდება თანამედროვე მედია ინდუსტრია საქართველოში,ასევე შედგება დისკუსია მედიისა და ბიზნესის საერთო ინტერესებთან  დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები