LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველად საუკეთესო ქოუბერები გამოვლინდებიან

145

IMedia Hub-ისა და Coub Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოში პირველად გაიმართება 2017 წლის Coub-ის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება წლის საუკეთესო, ყველაზე სახალისო ქართული ქოუბები და გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში.

წარმოდგენილი იქნება ექვსი ნომინაცია:

საუკეთესო ქართველი ქოუბერი;

საუკეთესო რადიო ქოუბი;

საუკეთესო Mashup;

საუკეთესო ქოუბი ქართულ თემატიკაზე;

საუკეთესო დაუფასებელი ქოუბი;

სპონსორის, Menu.ge-ს რჩეული.

ღონისძიების მიზანია პლატფორმა Coub-ის პოპულარიზაცია ქართულ ბაზარზე და მისი, როგორც ახალი სოციალური არხის პოტენციალის წარმოჩინება და ქართველი ქოუბერების წახალისება.

Coub Georgia Award 2017-ის გენერალური სპონსორია VEON Gerogia. VEON ქართულ ბაზარზე პირველი კომპანიაა, რომელიც პლატფორმა Coub-ს მარკეტინგული აქტივობებისათვისა და სოციალურ მედია არხად იყენებს.

Menu.ge დაჯილდოებაზე საკუთარ რჩეულს გამოავლენს და სპონსორის პრიზს გადასცემს. კომპანიის მიზანია, წაახალისოს საკუთარი სეგმენტი – ინტერნეტისა და მარტივი აპლიკაციების მომხარებელი ახალგაზრდები.

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭრები არიან: Marketer.ge, adjaranet.com, CHCHX Production, Radio Fortuna FM 106,9 და პირველი არხი.

ღონისძიება ჩატარდება 17 თებერვალს, ფაბრიკაში, 19:00 საათზე. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოსაწვევის მიღების შემთხვევაში, მოსაწვევის მისაღებად დარეგისტრირდით:  http://bit.ly/2ErrqbX

**რეგისტრაციის დროს უპირატესობა მიენიჭებათ ქოუბის აქტიურ მომხარებლებს და რეგისტრაციის თარიღს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები