LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველი ადგილობრივი ცეცხლმაქრების წარმოება დაიწყება

144

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი კომპანია, შპს „ელ+“  გაფართოვდება.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანია უახლესი ტექნოლოგიის დანადგარების შეძენას გეგმავს, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ ქვეყანაში პირველი ადგილობრივი ცეცხლმაქრების, სახანძრო კარის, სახანძრო კარადისა და ზოგადად მეტალის ავეჯის მწარმოებელი გახდეს.

კომპანია 2019 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება და პირველ ეტაპზე 25 ადამიანს დაასაქმებს. ამასთანავე აღნიშნული საწარმო ადგილობრივი ბაზრის გარდა, საკუთარი პროდუქციით მეზობელი ქვეყნების, კერძოდ აზერბაიჯანისა და სომხეთის მომარაგებასაც გეგმავს.

საწარმო თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქ.#126 განთავსდება და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 3 900 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები