LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველი ბიზნეს სამიტი გაიმართა

51

თბილისში, სასტუმრო Old Tbilisi-ის საკონფერენციო დარბაზში, 8 მაისს, ”ბიზნეს სამიტი 2016” გაიმართა.  როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორი კომპანიის ”ინტელექტიკას” დამფუძნებელმა, გიორგი თვალაძემ განუცხადა, სამიტის მთავარი მიზანი მოქმედი და დამწყები ბიზნესმენებისთვის თანამედროვე  ბიზნეს მოდელისა და მარკეტინგული სტრატეგიების გაცნობა იყო.

”ეს ბიზნეს სამიტი შექმნილია სპეციალურად მათთვის, ვისაც სურს, სულ მცირე ხუთჯეწრ გაზარდოს საკუთარი შემოსავლები და ბაზრის ლიდერი გახდეს”, – აღნიშნა თვალაძემ.

მისივე ინფორმაციით, სამიტზე გამოიკვეთა, რომ საქართველოში არსებული ბიზნეს საზოგადოება არ იცნობს ბიზნესის თანამედროვე მოდელს და არ იყენებს მსოფლიოში უკვე ადაპტირებულ და წამყვან მარკეტინგულ ინსტრუმენტებს.

კომპანია “ინტელექტიკას” ბიზნეს პარტნიორი ირაკლი ბლიაძის თქმით კი, ”ბიზნეს სამიტზე” 50-მდე ბიზნესმენმა გამოთქვა თანამედროვე ბიზნეს მოდელის საკუთარ საქმიანობაში დანერგვის სურვილი.

”22 მაისს სტარტს აიღებს ჩვენი ახალი პროექტი სახელწოდებით “ბიზნეს ფორმულა #1”, რომელიც 45 დღე გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, დაინტერესებულ ბიზნესმენებთან ერთად პრაქტიკულ სამუშაოებს განვახორციელებთ. ერთად შევქმნით სტარტაპებს, უკვე შემდგარ ბიზნესებს კი მარკეტინგული თვალსაზრისით ახლებურად შევფუთავთ. პროექტის მთავარი მიზანი იქნება ადამიანის A წერტილიდან – B წერტილამდე მიყვანა, ანუ მისი ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობა და შემოსვალების მკვეთრი ზრდა”, – განმარტა ბლიაძემ.

”ბიზნეს სამიტი” საქართველოში პირველად ჩატარდა და მას მოქმედი ბიზნესმენები და სტუდენტები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები