LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ – ფაშინიანი

80

ოფიციალური ერევანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტზე მუშაობს. ამის შესახებ ფაშინიანმა „სპუტნიკს“ განუცხადა კითხვაზე, აპირებს თუ არა ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 26 მაისს თბილისში ჩასვლას.

„საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ. ახლა ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. როგორც კი ჩვენ ვადებზე შევთანხმდებით, მე აუცილებლად გაცნობებთ,“ – განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც მხარეები უახლოეს დროში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეზე სომეხი კოლეგა არმენ სარქისიანი დაპატიჟა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები