LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საერთაშორისო ბრენდების სასტუმროების გახსნა გადავადდა

83

საქართველოში საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების გახსნა გრაფიკის მიხედვით არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, 26-დან 11 ბრენდული სასტუმროს გახსნა, რომელიც 2016-2018 წებში იყო დაგეგმილი, ერთი წლით დაგვიანდა. თბილისში დაგეგმილი 14 სასტუმროს გახსნიდან 2 სასტუმროს გახსნა გადავადდა, ბათუმში 4-ის, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში – 5 სასტუმროს.

Galt&Taggart სასტუმროების გახსნის გადავადებას საარჩევნო წელსა და ლარის გაუფასურებას უკავშირებს. მიუხედავად ამისა, Galt&Taggart საქართველოში საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო ნომრების 69%-ით ზრდას ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები