LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წელს 14.2%-ით გაიზარდა

77

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2018 წლის ივნისში წინა წელთან შედარებით, 14.2%-ით გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 65.9 პროცენტი შეადგინა და წლიურად 20.7 %-ით მოიმატა.

რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურების ზრდა რუსეთიდან 2018 წლის ივნისში 27.5 %-ით და თურქეთიდან 14.7 %-ით გამოირჩეოდა.

მეორე მხრივ, ვიზიტორების რაოდენობა სომხეთიდან 5.5 %-ით შემცირდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურების მხრივაც, ვიზიტორების რაოდენობამ განსაკუთრებით მოიმატა პოლონეთიდან და გერმანიიდან.

აღსანიშნავია, რომ წინა თვეს ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა საუდის არაბეთიდან -955.5 პროცენტით და ყაზახეთიდან -29.8 პროცენტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები