LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

121

2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4829.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია. აღნიშნულ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 1249.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (31.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 3580.3 მლნ. აშშ დოლარი (8.6 პროცენტით მეტი).

საქსტატის ინფორმაციითვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივნისში 2330.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.3 პროცენტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები