LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

37

”საქართველოს ბანკისა” და BP–ის მხარდაჭერით, ”ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით, თბილისში ჩატარდა კონკურსი საჯარო მეტყველებაში 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის. კონკურსში გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი, 9 მაისს გაემგზავრება ლონდონში, საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც ”ფორტუნას” ”საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობისთვის სულ შერჩეული იყო 9 ახალგაზრდა   –   თბილისის სხვა და სხვა საშუალო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები და რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტი. კონკურსანტებს უნდა მოემზადებინათ 5 წუთიანი გამოსვლა თემაზე: “ყველაზე ადვილად ადამიანები თმობენ ძალაუფლებას, მაშინ როცა თვლიან, რომ ის მათ გააჩნიათ“.

მათივე ინფორმაციით, კონკურსის  გამარჯვებული გამოავლინა  კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელშიც შედიოდნენ: ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, ESU საქართველოს პრეზიდენტი მარინა ციციშვილი, ”საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და BP–ის დირექტორი საქართველოში კრის შულტერი.

საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში 19 წელია ტარდება და 34-მა ქართველმა ახალგაზრდამ უკვე მიიღო მონაწილეობა ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონკურსში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები