LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემა დაინერგება

66

2018 წელს დაიწყება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემის დანერგვა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ჩამოყალიბდება საინვესტიციო პროექტების მართვის სრული ციკლი.

„პრაქტიკაში განხორციელდება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემის დანერგვა და საშუალოვადიან პერიოდში ჩამოყალიბდება საინვესტიციო პროექტების მართვის სრული ციკლი, საინვესტიციო პროექტის დაწყებამდე განხორციელდება სათანადო ანალიზი და კვლევა, მხოლოდ ამის შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული პროექტის დაფინანსებაზე, რაც, რა თქმა უნდა, გაზრდის კაპიტალური დანახარჯების ეფექტურობას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, 2016-2017 წლებში ფისკალური რისკების ანალიზის სრულყოფის მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა, გაიზარდა დოკუმენტის დაფარვის მასშტაბი, თუმცა დოკუმენტი კიდევ საჭიროებს შემდგომ სრულყოფას. მნიშვნელოვანია, რომ ფისკალური რისკების შეფასება სწორად ასახავდეს შესაძლო გამოწვევებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, დაიგეგმოს სათანადო რეაგირების მექანიზმები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები