LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სამი ახალი ავიაკომპანია შემოდის

73

მიმდინარე წლის ნოემბრიდან, ქართულ ავიაბაზარზე სამი ახალი ავიაკომპანია შემოდის.

რუსული Pobeda საქართველოში 1 ნოემბერიდან, თურქმენული Turkmenistan Airlines 2 ნოემბერიდან და უკრაინული “DART Airlines Ukraine” კი 27 ნოემბრიდან შემოვა.

როგორც ”ფორტუნას” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აცნობეს, ავიაკომპანიები რეგულარულ რეისებს როსტოვის, აშხაბადის და კიევის მიმართულებით შეასრულებენ.

თბილისი-როსტოვის მიმართულებით ფრენების ფასი 90 ლარიდან დაიწყება. რეისების განრიგის შესახებ ინფორმაცია ”პობედას” საიტზე უკვე იძებნება.

დანარჩენი ორი კომპანიის საიტზე კი ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ჩანს.