LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სამხრეთის გაზის კორიდორის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

86

კომპანია BP სამხრეთის გაზის კორიდორის მშენებლობას საქართველოს ტერიტორიაზე 2018 წლის შუა ნახევარში დაასრულებს. ამის შესახებ Reuters-ს BP Georgia-ს მთავარმა მენეჯერმა კრის შლიტერმა განუცხადა. საქართველოს ტერიტორიაზე პროექტის ღირებულება 40 მილიონი დოლარია.

შლიტერის თქმით, პროექტის ქართული ნაწილი ითვალისწინებს ორი საკომპრესორო სადგურის და 65-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობას თურქეთის საზღვართან.

როგორც BP Georgia-ს მთავარი მენეჯერი ამბობს, მილსადენის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ერთ-ერთი საკომპრესორო სადგურის 95% უკვე აშენებულია, მეორე სადგური კი მხოლოდ 55% -ით არის დასრულებული.

შეგახსენებთ, სამხრეთის გაზის კორიდორი ევროკავშირის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ემსახურება. პროექტი აზერბაიჯანული გაზის ევროპისთვის მიწოდებას ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის გავლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები