LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სამომხმარებლო კალათა გაიაფდა

319

ივლისში საქართველოში სამომხმარებლო კალათა გაიაფდა . აღნიშნულ თვეში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,9 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,0 % შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2,6 %-ით. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-18,0 %), ხილი და ყურძენი (-9,0 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0,5 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0,3 %);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,0 %-ით. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2,3 %) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1,5 %). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,2 %).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,1 %-ით. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25,6 %), ხილი და ყურძენი (15,9 %), რძე, ყველი და კვერცხი (9,3 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,1 %), ყავა, ჩაი და კაკაო (5,6 %), ზეთი და ცხიმი (5,5 %), თევზეული (4,4 %);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები მომატებულია 12,6 %-ით; ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,3%-ით, მათ შორის თამბაქოს ნაწარმზე 37,1%, ალკოჰოლურ სასმელებზე 1,3%.

ჯანმრთელობის დაცვაში ფასები გაიზარდა 6,9 %-ით. ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (18,1 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5,5 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები