LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში, სამუშაოებზე მომხდარი ინციდენტები იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობით – HRW

86

საქართველოში სამუშაოს შესრულების დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებით, – ამის შესახებ საქართველოში არსებულ შრომით უფლებებთან დაკავშირებით Human rights watch-ის ანგარიშში არის ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად.

”სახალხო დამცველის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ბოლო 5 წელიწადში 270 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 18 ადამიანი 2017 წლის პირველ ნახევარში დაიღუპა.

სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ შრომის ინსპექციას აკრიტიკებდნენ სტანდარტების აღსრულების უფლებამოსილების არქონის გამო, რის შედეგადაც სამუშაო ადგილებზე ვერ დაინერგა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი ზომები“, – ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნულ ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაცია Human rights watch- ის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები