LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელი მსოფლიო ბრენდი შემოდის

545

“ელიტ ელექტრონიქსის” აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელმა ბიზნესჯგუფმა ისრაელიდან – „ბრიმაგმა“ ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა საქართველოში გამართა. კომპანიის ინფორმაციით, შეხვედრაზე შეჯამდა „ბრიმაგ ჯგუფის” მიმდინარე წლის მიღწევები ბიზნეს განვითარების კუთხით და ახალი პროექტები.

წლიურ ანგარიშგებაზე განხილულ იქნა მიმდინარე წელი „ბრიმაგ ჯგუფისთვის”. ასევე მოსალოდნელი დამატებითი ინვესტიციები საქართველოში. ჯგუფი განიხილავს მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტს ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობის თაობაზე. შეხვედრაზე “ელიტ ელექტრონიქსმა” წლიური ანგარიში წარადგინა.

„ბრიმაგ ჯგუფი” „ელიტ ელექტრონიქსთან“ ერთად ინვესტიციებს ახორციელებს რამდენიმე მიმართულებით. წელს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოს #1 ბრენდთან, გერმანულ კომპანია nobilia-სთან, რომელიც საქართველოში მომავალი წლიდან გამოჩნდება.

2011 წლიდან „ელიტ ელექტრონიქსის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა „ბრიმაგ ჯგუფი“, რომელმაც რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა კომპანიაში. „ბრიმაგ ჯგუფი“ ევროპის და ისრაელის ბაზარზე ელექტრო ტექნიკის წარმოების და გაყიდვების ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელს ფლობს. „ბრიმაგ ჯგუფის“ აქციები თელ-ავივის საფონდო ბირჟის ლისტინგშია რეგისტრირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები