LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12%-ით გაიზარდა

39

2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6618.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.2 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1682.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 4935.5 მლნ. აშშ დოლარი (7.5 პროცენტით მეტი).

საქსტატის ცნობითვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 3252.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.1 პროცენტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები