LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

47

2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 985.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1 593.6 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 392.3 მლნ. აშშ დოლარი (23.0 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ივნისში 2 798.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.8 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ივლისს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები