LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა იწყება

75

საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას” იწყებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რეფორმა გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას.

მისივე განცხადებით, მაკროეკონიმიკური პერსპექტივის გადასახედიდან, ახალგაზრდა მეწარმეები და სტარტაპერები ნებისმიერი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა არიან.  „ეს არის დაუწერელი კანონი 21-ე საუკუნისთვის და ჩვენ ამ ტრენდს ფეხი უნდა ავუწყოთ. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება თუ როგორ მოახერხეს სამი, ოთხი, ხუთი წლის სტარტაპებმა კოორპორაციად გადაქცევა და როგორ არიან მსოფლიოს უდიდესი კომპანიები. კომპანია Uber-საც 3 წელი დასჭირდა, რომ ძალიან პატარა სტარტაპიდან გადაქცეულიყო კომპანიად, რომლის კაპიტალი რამდენიმე ათეული მილიარდია. მწამს, რომ საქართველოში არის ამის რესურსი და შესაძლოა, ამ დარბაზშიც არიან მომავალი მილიონერები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და განსაკუთრებით სტარტაპებს. მისივე განცხადებით, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიერ მცირე მეწარმეობის წასახალისებლად ინიციატივა მომზადდა.

„რეგიონებში პირადად ვიყავი ჩასული და შევხვდი ადამიანებს, ვისაც ეს შეეხება და ასეთი არის საკმაოდ ბევრი, მაგრამ სახეზეა სხვა მნიშვნელოვანი ბარიერებიც. უპირველესად, სახეზე გვაქვს სასტარტო კაპიტალის ნაკლებობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, როგორც სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მსგავსი ბარიერების ბოლომდე გასაუქმებლად. დღეს ჩვენი ბიუჯეტი ფორმირდება დაახლოებით, 300 კომპანიის მიერ, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში გვაქვს სექტორები, სადაც მონოპოლიზაციის ძალიან მაღალი რისკია, რაც ჩვენს ეკონომიკას ნაკლებად მდგრადს ხდის. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა. საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს. ამ გარემოებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ყველაზე მასშტაბური რეფორმა ჩვენს ეკონომიკაში, რაც კი ოდესმე განხორციელებულა. მას ეწოდება “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა”, რაც გულისხმობს ჩვენი ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას”, – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები