LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“ გამოვლინდება

47

საქართველოს ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პარტნიორობა გრძელდება. ბანკი უკვე მეორე წელია, რაც დაჯილდოების ოფიციალური სპონსორია. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ბიზნესისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

”საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი, სწორედ, მცირე და საშუალო სეგმენტის კომპანიებს შეაქვთ. რის გამოც, უკვე მეორე წელია, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ფარგლებში, არსებობს „საქართველოს ბანკის“ მიერ სპეციალურად ამ სეგმენტის წახალისებისთვის შექმნილი ნომინაცია „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესში“ – რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში, მცირე და საშუალო სეგმენტის კომპანიების მოტივირებას და წახალისებას. ამ ნომინაციაში მონაწილეობის ერთადერთი კრიტერიუმი კომპანიის წლიური ბრუნვაა, რომელიც არ უნდა აღემარტებოდეს 12 მილიონ ლარს და 2017 წელს კომპანიას უნდა ჰქონდეს მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის”, – აცხადებენ დაჯილდოების ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის დაჯილდოებისთვის „საქართველოს ბანკმა“ შეიმუშავა კიდევ ერთი განსაკუთრებული ნომინაცია „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“. აღნიშნული კატეგორია სპეციალურად შემუშავდა საქართველოს ბანკის მიერ ამ დარგში მომუშავე ქალების მოტივირებისა და წახალისებისთვის. ნომინაცია არის იმ ქალთათვის, რომელთაც თავიანთი კარიერა მიუძღვნეს ქართული ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის სფეროს განვითარებას.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 14 ივნისიდან 1 სექტემბრამდე ვებ-გვერდზე www.awards-tourism.com .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები