LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა

58

აპრილში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2017 წლის აპრილში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 96,0 ათასი ტონა, რაც 12,4 ათასი ტონით ანუ 14,8%-ით აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს და 8.9 ათასი ტონით ანუ 10,2%-ით მეტია 2016 წლის აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, 2017 წლის აპრილში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 59,3 ათასი ტონა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობითვე, ქვეყნების მიხედვით 2017 წლის აპრილში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 29.6 ათასი ტონა. რუმინეთს რაოდენობის მიხედვით მოჰყვებიან: აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ბულგარეთი, რუსეთი, საბერძნეთი და უკრაინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები