LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი აზერბაიჯანია

77

2017 წლის დეკემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, დეკემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  116,7 ათასი ტონა, რაც 21,3 ათასი ტონით მეტია ნოემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, 2017 წლის დეკემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  43,9  ათასი ტონა (კლება  წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 3,6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 72,8 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 24,9  ათასი ტონით) .

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის დეკემბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 32,8  ათასი ტონა, ანუ 74,7%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 10,6 ათასი ტონა, ანუ 24,2%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი – 0,5 ათასი ტონა, ანუ 1,1%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის ნოემბრის თვეში შეადგინა: დიზელი გოგირდის შემცველობით არა უმეტეს 0,05 მას. % – 72,8 ათასი ტონა, ანუ 100%.

ქვეყნების მიხედვით 2017 წლის დეკემბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 34,1  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუსეთი  – 32,0 ათასი ტონა (27,4%),  რუმინეთი – 28,5 ათასი ტონა (24,4%),  თურქმენეთი – 11,0 ათასი ტონა (9,4%); ბულგარეთი  – 6,2 ათასი ტონა (5,3%), საბერძნეთი –  4,9 ათასი ტონა (4,2%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები