LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 24.2 %-ით გაიზარდა

28

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 24.2 %-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 124.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 306.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით (24.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2017 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასეთია: რუსეთი (40.7 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი და იტალია (13.0 – 13.0 მლნ აშშ დოლარი), აშშ (12.6 მლნ აშშ დოლარი), ისრაელი (11.6 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (9.5 მლნ აშშ დოლარი).

სებ-ის ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.0 მლნ აშშ დოლარი (46.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.3 მლნ აშშ დოლარისა (35.4 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები