LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში შიდა ფრენებზე ბილეთები გაიაფდება

97

საქართველოში შიდა ფრენებზე ბილეთის ფასი გაიაფდება – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა.

როგორც გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, შიდა ავიაციის წახალისება მთავრობის ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ნაწილია. მისივე განმარტებით, მთავრობის ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით უფრო იაფი რეისების განხორციელებას და  ქართულ საავიაციო ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენას.

ცნობისთვის,  საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რომელიც შიდა ავიაციისთვის  განკუთვნილი საწვავის დღგ-სა და აქციზის გადასახადისგან  გათავისუფლებას ითვალისწინებს. ინიციატივით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები