LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სიგარეტის იმპორტი გაიზარდა

113

თამბაქოზე აქციზის ზრდამ ქართველი მომხმარებელი არ შეეაშინა – მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში სიგარეტის იმპორტი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის მონაცემებითვე, თამბაქოს წილი მთლიანად საქართველოს იმპორტში 2016 წლის იანვართან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა. რაც შეეხება თანხობრივ მაჩვენებლებს, 2017 წლის იანვარში სიგარეტის იმპორტმა 5 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის იანვარში – 4 მილიონი დოლარი იყო.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა „საგადასახადო კოდექსში” შესული ცვლილებები, რომელიც სათამაშო ბიზნესზე, ავტომობილების იმპორტზე, ბენზინსა და თამბაქოზე აქციზის გადასახადის გაზრდას გულისხმობს. გადასახადების გაზრდა საქართველოს მთავრობის გეგმის ნაწილია, რომელიც ეროვნული ვალუტის განმტკიცებასა და სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი თანხების მოზიდვის მცდელობას ითვალისწინებს.

აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, 1 იანვრიდან ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები