LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სტარტაპების შეჯიბრი იმართება

39

საქართველოში წელს პირველად  საერთაშორისო სტარტაპების შეჯიბრი Seedstars World S.A.-ის ადგილობრივი ღონისძიება სახელად Seedstars Tbilisi იმართება.  როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს,  Seedstars World S.A. არის სტარტაპების საერთაშორისო შეჯიბრი, რომელიც ორიენტირებულია განვითარებადი და სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებაზე და წარმოადგენს ე.წ „სილიკონის ველს“ ამ ქვეყნებისთვის.

მათივე ინფორმაციით, კონკურსი მოიცავს ორ ძირითად ეტაპს: 1. ადგილობრივი გამარჯვებულის გამოვლენას 70-მდე ქვეყანაში და 2. თითოეული ქვეყნიდან ფინალისტი გუნდის წარმოდგენას შვეიცარიაში გლობალურ ფინალზე, სადაც გამარჯვებულს ექნება შესაძლებლობა მიიღოს დაფინანსება 500 000 აშშ დოლარის მოცულობით, შეხვდეს საერთაშორისო დონის ინვესტორებს და გაზარდოს სტარტაპის/იდეის ცნობადობა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოში ადგილობრივი ფინალისტის შესარჩევად კონკურსი აქტიურ ფაზაშია. განაცხადების მიღება 2 ივნისს დასრულდა,  ჟიურიმ შეარჩია 10 ფინალისტი,  რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ პროექტებს 11 ივნისს, ფინალურ ღონისძიებაზე.

ღონისძება ჩატარდება საქართველოს ტექნოპარკში 13:00 საათზე. გამარჯვებული გუნდის 1 წევრი კი გაემგზავრება შვეიცარიაში, წარმოადგენს თავის გუნდს და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის. გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯები სრულიად ანაზღაურდება ორგანიზატორების მიერ.

Seedstars World S.A-ს ადგილობრიბივი პარტნიორი საქართველოში არის Georgian Society of Investment Professionals (GSIP),რომელიც 3 წელია საქართველოში წარმოადგენს CFA Institute (დაფუძნებულია ა.შ.შ.-ში)-ის წინამორბედ ადგილობრივ საზოგადოებას და საქართველოში ექსკლუზიურად გაუწევს ორგანიზებას ადგილობრივ ფინალურ ღონისძიებას Seedstars tbilisi 2016.

Seedstars Tbilisi 2016-ის მხარდამჭერები არიან: Alliance Group Holding და BIA (Business Information Agency)-თანაორგანიზატორი და გენერალური სპონსორი; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ტექნოპარკი საქართველო-ლოკალური სპონსორი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები