LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში თევზის მეურნეობა მოეწყობა

520

საპარტნიორო ფონდმა ისრაელის ორ კომპანიასთან – Aquamaof Aquaculture Technologies და JVS I.G. Capital Investment ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმით გათვალისწინებულია, საქართველოში თევზის მეურნეობის მოწყობა. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეურნეობის აშენება, სადაც მოხდება რამდენიმე სახეობის თევზის წარმოება და გადამუშავება, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური ბაზრებისთვის.

სპეციალიტები რომლებიც საწარმოში დასაქმდებიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნებიან გადამზადებულნი.

„თევზის წარმოების კუთხით ჩვენი ქვეყანა შეუდარებელია, მიხარია რომ ჩვენი წყლის რესურსების ათვისება ამ კუთხითაც მოხდება. მემორანდუმი, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, ისეთი პროექტის განხორციელებას გულისხმობს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს დანერგავს თევზის წარმოებაში, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის სიახლე იქნება, ეს კი კონკურენტუნარიანობას გაზრდის და დარგს განავითარებს,“ განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.   

პარტნიორი მხარე ვალდებულებას იღებს გამოიკვლიოს სექტორი და წარმოადგინოს პროექტის დეტალური საინვესტიციო გეგმა, ხოლო საპარტნიორო ფონდი როგორც ადგილობრივი პარტნიორი პროექტის განხილვის და მოწონების შემდგომ ჩაერთვება პროექტის განხორციელებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები