LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ტურისტი ადგილობრივზე მეტია

42

ჩვენს ქვეყანაში ტურისტი ადგილობრივზე მეტია. საქართველო იმ ქვეყნებს შორის დასახელდა, სადაც მოგზაურების რაოდენობა ადგილობრივი მაცხოვრებლების რიცხვს აღემატება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Telegraph ავრცელებს.

გამოცემის რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს 50 ქვეყანას აერთიანებს საქართველო 37-ე ადგილზეა. Telegraph-ის მიხედვით, საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1,4 ტურისტი მოდის. რეიტინგში პირველ ადგილს ანდორა იკავებს, სადაც ერთ მოსახლეზე 33 ტურისტი მოდის.

რაც შეეხება მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი ქვეყნების ტოპ-ხუთეულს, ესენია: საფრანგეთი წელიწადში 84 მილიონი ტურისტით, ამერიკის შეერთებული შტატები 77,5 მილიონი ტურისტით, ესპანეთი – 68 მილიონი ტურისტით, ჩინეთი – 56,9 მილიონი ტურისტით და იტალია 50,7 მილიონი ტურისტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები