LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ვერდის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

242

საქართველოში ვერდის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. ხელშეკრულება სამწლიან თანამშრომლობაზე პარმის (იტალია) ოპერის თეატრთან გაფორმდა , რომელიც ვერდის საერთაშორისო ფესტივალის ლიცენზიის ერთადერთი მფლობელია. ფესტივალის შესახებ  ხვალ, 23 აგვისტოს,  12:00 საათზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ცისფერ დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე და ვერდის ფესტივალის პრეზიდენტი და პარმის ოპერის თეატრის დირექტორი ანნა მარია მეო.

ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს უფლება ეძლევა ოფიციალურად ჩაატაროს ვერდის ფესტივალი თბილისსა და სხვადასხვა ქალაქში. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლებს პარმაში ვერდის ფესტივალზე.

უკვე ცნობილია, რომ 2019 წელს პარმა ევროპის კულტურული ცენტრი ხდება, პროექტი ევროკავშირის პროგრამის – “შემოქმედებითი ევროპის” (Creative Europe) ფარგლებში ხორციელდება, მომავალ წელს პარმასა და ბუსეტოში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დაგეგმილი გასტროლიც სწორედ ამ პროექტის ნაწილია.

 

პოპულალურები