LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყინვა გაძლიერდება

461

საქართველოში დღეს ნარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა -2, +3 გრადუსი იქნება. დედაქალაქში შესაძლებელია მცირე თოვლი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 იანვარს ღამის საათებში ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექი შეწყდება და გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -10, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში (შიდა ქართლი) -16, დედაქალაქში -8 გრადუსამდე დაეცეს.

31 იანვარს, დღისით და 1 – 2 თებერვალს კვლავ დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი იქნება.

3–5 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები